ახალი ამბები

რატომ არ დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების მშენებლობას – ფინანსთა მინისტრის პასუხი

რატომ არ დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების მშენებლობას – ფინანსთა მინისტრის პასუხი

დღეს საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენდნენ. მინისტრმა პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითადი მანაცემები წარუდგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პარლამენტში კითხვა დაისვა სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხზე, რომელიც სტუდენტური საცხოვრებლის მძიმე პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ პრობლემის გამო, შეიქმნა სტუდენტური მოძრაობაც და ახალგაზრდების ნაწილი დღემდე უშედეგოდ მართავს საპროტესტო აქციებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის მოთხოვნით.

ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის აქტუალურ შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებლების მშენებლობა, განმარტა, რომ უნივერსიტეტები თავად ფლობენ საჭირო რესურსსა და ქონებას და შეუძლიათ, ქონების პრივატიზაციით გზით თავიანთი პრიორიტეტების დაფინანსება.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს ის არის, რომ უნივერსიტეტები მუშაობენ ამ მიმართულებით, რომ საერთო საცხოვრებლების აშენება განხორციელდეს. მე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული რესურსი ნამდვილად არსებობს. მათ აქვთ საკმაოდ ბევრი ქონება, რომელსაც არ იყენებენ. ფიზიკურად შესაძლებელი არის მათი პრივატიზაცია და ამ ფულით სხვა პრიორიტეტების დაფინანსება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის კითხვის პასუხად.

მინისტრისადმი სტუდენტებთან დაკავშირებით დასმულ კიდევ ერთ კითხვაზე, მოხდება თუ არა სტუდენტთა სასწავლო დავალიანების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი დაფინანსება არ იგეგმება:

„რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოციალური მიმართულებით სახელმწიფო აფინანსებს სწავლას და სხვა მიმართულებით ამ ეტაპზე დაფინანსება არ იგიგმება“.

ასევე იხილეთ:

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თსუ-ის სტუდენტმა, რომელსაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.