პარტნიორი კომპანია სტუმრად გრუნიში
2022 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლონდონში დაფუძნებული სტარტაპკომპანია „Pensight“-ის ზრდისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგო მესხს, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
საერთაშორისო კომპანია „პენსაიტი“ მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ექსპერტებს აუდიტორიასთან. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან გრუნის პარტნიორია და თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნივერსიტეტის სტუდენტების ვირტუალური სტაჟირებაა.
პენსაიტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი თენგიზ თაქთაქიშვილი და ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, თამარ გამსახურდია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, კომპანიაში ვირტუალური სტაჟირების, მასტერკლასების ჩატარებისა და ციფრული ლაბის შექმნის შესახებ და სხვ.
აღსანიშნავია, რომ თენგო მესხი კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფორბსის პროექტის „30 under 30“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია.
შეხვედრის ბოლოს გრუნის წარმომადგენლებმა სტუმარს ბიბლიოთეკა, მულტიმედიაცენტრი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერებინეს.