„მიხეილი კვდება და დრო მთავარია“ – ბროუდერი სააკაშვილის ბიძასა და ადვოკატს შეხვდა
“მაგნიტსკის აქტის” ავტორი ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიასა და მის ადვოკატს მასიმო დი ანჯელოს შეხვდა.
ამის შესახებ ბროუდერი ტვიტერზე წერს.
„მიხეილი კვდება და დრო მთავარია“, – წერს ბროუდერი.
Just finished meeting with Timur Alasania (Mikheil Saakashvili’s uncle) and Massimo D’Angelo (Saakashvili’s lawyer) to discuss finalising a Magnitsky list for those torturing Mikheil in prison. Mikheil is dying and time is of the essence. pic.twitter.com/qXI6GUG7uj
— Bill Browder (@Billbrowder) January 24, 2023
37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.
სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.
სწორედ მსგავსი სიის შექმნას ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები. სიის შექმნის თხოვნით „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთ ავტორს თავად სააკაშვილმა მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.
ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ.