ნორვეგია უკრაინას გერმანული წარმოების ტანკებს გაუგზავნის
გერმანიის და აშშ-ს შემდეგ ნორვეგიაც აცხადებს, რომ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2 -ის მოდელის ტანკებს მიაწვდის.
ინფორმაციას ბიბისი ნორვეგიულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტანკების გადაცემაზე ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა განუცხადა NRK-ს, მაგრამ არ უპასუხა კითხვას, თუ რამდენ ტანკს მიაწვდის უკრაინას.
Комментарии в Facebook