ახალი ამბები

“აზერბაიჯანმა ჩამკეტი გახსნა და ყარაბაღში გაზომარაგება აღდგა” | სტეპანაკერტი

“აზერბაიჯანმა ჩამკეტი გახსნა და ყარაბაღში გაზომარაგება აღდგა” | სტეპანაკერტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს მდივნის, ლუსინე ავანესიანის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე  გაზსადენის სარქველი გახსნა და სტეპანაკერტში გაზმომარაგება აღდგა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

ბუნებრივი აირი მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტ მოსახლეს 8 მარტის შემდეგ არ მიეწოდებოდა. მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, და რომელითაც მთიან-ყარაბაღს ბუნებრივი აირი სომხეთიდან მიეწოდებოდა, დაზიანდა. მისი შეკეთების შემდეგ კი, სტეპანაკერტის მტკიცებით, აზერბაიჯანული მხარე არ ხსნიდა მილის სარქველს და ყარაბაღის მოსახლეობას ცივ დღეებში ჰუმანიტარულ კრიზისში ამყოფებდა.

“ბაქოს გამო გაზი აღარ გვაქვს” – ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.