SANGU-ს ლექტორის პროექტი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოავლინა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები.
გამარჯვებულთა შორის არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის Gela Kistauri-ს პროექტი: ,,ხადას ხეობა – უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.
პროექტში ჩართული სამეცნიერო პერსონალი:
პროექტის ხელმძღვანელი – ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური.
პროექტის კოორდინატორი – ისტორიის მაგისტრი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების თანამშრომელი მარიამ ხინთიბიძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).
პროექტის ძირითადი პერსონალი: ისტორიის მაგისტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტი თამარ დიდებაშვილი (SANGU-ს კურსდამთავრებული). ოთარ ჟიჟიაშვილი – SANGU-ს ისტორიის დოქტორანტი. ისტორიის დოქტორი ირაკლი ფერაძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).