თბილისში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ნივთებს აგროვებს
საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.
საელჩოს განცხადებით, მოთხოვნადი ნივთებია:
- ქურთუკი-პალტო
- საწვიმარი
- ჯამპერი
- ხელთათმანი
- შარფი – კაშნე
- ბერეტი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- ქალის ჰიგიენური პაკეტები.
საელჩო განცხადებით მოხარული იქნებიან, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.
მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
- თურქეთის საელჩო ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560 - GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000 - MÜSİAD ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946 - შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007
- თურქეთის საელჩო ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
ნივთების თურქეთში ტრანსპორტირება საელჩოს კოორდინაციით მოხდება.
6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო.
მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს უკვე შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.