“გულისამაჩუყებელია სომხეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი” – კლაარი
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სომხეთის მიერ თურქეთის დახმარების საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა.
“თურქეთში მომხდარი ასეთი დიდი ტრაგედიის პირობებში, გულისამაჩუყებელია მეზობელი სომხეთისთვის მხარდაჭერის ხილვა და თანმდევი დადებითი რეაქციები მასზე”.
In the face of so much tragedy in 🇹🇷it is heartwarming to see the support that it’s neighbour 🇦🇲has provided and the positive response this has engendered. pic.twitter.com/GHhkmCGMmC
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) February 12, 2023
მაშველების გაგზავნის შემდეგ სომხეთმა თურქეთში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთიც [საკვები, მედიმაკენტები, წყალი და ა.შ] გაგზავნა სომხეთ-თურქეთის საზღვრით, რომელიც 1993 წლიდან დაკეტილია.
“ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გაგზავნილი დახმარება მიწისძვრით დაზარებული ჩვენი ხალხს ტანჯვის შესამცირებლად”, – დაწერა ასევე ტვიტერზე სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებებში ანკარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა.
სომხეთმა მაშველები და ჰუმანიტარული ტვირთი სირიაშიც გაგზავნა.
თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 28 000-ს აჭარბებს.
ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.