ახალი ამბები

რა არის მოსწავლეებთან ურთიერთობის უკეთესი პრინციპი – „აი, მშობლებში კი არ იყო ეს მასწავლებელი პოპულარული, პირველს ამჯობინებდნენ“

რა არის მოსწავლეებთან ურთიერთობის უკეთესი პრინციპი – „აი, მშობლებში კი არ იყო ეს მასწავლებელი პოპულარული, პირველს ამჯობინებდნენ“

მასწავლებელი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში 1992 წლიდან მოღვაწეობს, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უკეთსია ურთიერთპატივისცემის, საქმიანი ურთიერთობის, მოსმენის უნარის, მოლაპარაკებებზე წასვლის პრინციპების დაცვა: „ჩემი მოსაზრება ის არის, რომ ეს უკიდეგანო სიყვარული და ხვევნა კოცნა ცოტა პათეტიკურად მეჩვენება“.

„ხშირად, მოსწავლე თვლის რომ უფრო მაღალ ნიშანს იმსახურებს, მაგრამ მასწავლებელებლები და ზრდასრულ ადამიანთა მთელი არმია ბრძოლას უხადებს მოსწავლეს და ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ მან არაფერი იცის და რაც უწერია, ისიც ზედმეტია. არადა, ხომ შეიძლება დალაპარაკება ბავშვთან, რა გამოასწოროს, რა შეასრულოს დამატებით, რა გგზას გაყვეს შედეგების გაუმჯობესებისთვის. ზოგადად, საქართველოში ჯანსაღი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გვიჭირს, ეს ალბათ ბავშვობის იმედგაცრუებიდან მოდის“, – გვითხრა განათლების სისტემის წარმომადგენელმა 17 თებერვალს.

გასულ დღეებში კი, ჩვენმა რესპონდენტმა მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის შესახებ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც ზოგადად, სკოლასა და მის ლიდერზეც დაგვაფიქრებს:

„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ერთი სკოლის ორ პარალელურ კლასში მათემატიკის გაკვეთილზე მომიწია დასწრება, დაწყებით საფეხურზე. ერთი კლასის მასწავლებელი ძალიან აქო დირექტორმა, დიდი კონკურსია მის კლასში ბავშვის ჩასარიცხადო და მეორეზე არაფერი უთქვამს. დაიწყო გაკვეთილი, ძალიან ლამაზი და კარგად გამოწყობილი მასწავლებელი და მოსწავლეები დამხვდნენ კლასში. მათემატიკის გაკვეთილი დაიწყეს სიმღერით, მერე იცეკვეს, მერე ერთმანეთს მოეფერნენ, მერე მასწავლებელს ჩაეხუტნენ, შემდეგ სახლის ამბები გაუზიარეს მასწავლებელს. საოცრად ბედნიერები იყვნენ, დირექტორიც კმაყოფილი დარჩა. ბოლოს მეც მთხოვეს ბავშვებმა, თუ შეიძლება თქვენც ჩაგეხუტებითო, ჩამეხუტნენ, ყვავილებიც მაჩუქეს და ზარიც დაირეკა. მასწავლებელმა ღიმილით ბოდიში მომიხადა, გაკვეთილის თემის განხილვა ვერ მოვასწარიო (ან როგორ უნდა მოესწრო) და დავასრულეთ ასე.

„მეორე კლასში კი, სადაც მასწავლებელი არც განსაკუთრებული ღიმილით, არც ვიზუალით გამოირჩეოდა, მოსწავლეებიც საკმაოდ მოკრძალებულად ჩანდნენ, არ ეხუტებოდა მოსწავლეებს მასწავლებელი, ვერც რამე მოსაფერებელ ფრაზებს იყენებდა, მაგრამ ვიხილე საოცარი, საქმიანი, კონსტრუქტივიზმზე დაფუძნებული გაკვეთილი, ყოველგვარი სიმღერების გარეშე. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები სხვა რამით იყვნენ ბედნიერები, მათ ახალი ცოდნა ააგეს დამოუკიდებლად, მასწავლებლის საოცარი სკაფოლდინგით. მეც ბედნიერი ვიყავი ამ გაკვეთილზე დასწრებით და შესაბამისი უკუკავშირიც მქონდა მასწავლებელთან. აი, მშობლებში კი არ იყო ეს მასწავლებელი პოპულარული, პირველს ამჯობინებდნენ.

„ეს დაწყებითი საფეხური იყო, განმსაზღვრელი ნიშანი არ იწერებოდა და პირველი მასწავლებელი გადაჭარბებულად აქებდა ბავშვებს მშობლებთან, მეორე კი ყურადღებას ამახვილებდა როგორც ძლიერ, ასევე გასაუმჯობესებელ მხარეზე“.

ასევე იხილეთ:

„დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა, აქვს სასწავლო ბარიერები“ – რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა მოსწავლის თვითშეფასების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.