2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მამას, რომელიც 2 წლის შვილზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.
მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რომლის მოსაზრებითაც, თუ ბრალდებულს პატიმრობა არ შეეფარდებოდა, შესაძლოა, მას გავლენა მოეხდინა მოწმეებზე და გაეგრძელებინა დანაშაულის ჩადენა.
2 წლის გოგო გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში ბებიამ 23 თებერვალს შეიწყვანა. ბავშვს სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ის თბილისში გადაიყვანეს.
ფოტოზე: ძალადობაში ბრალდებული მამა
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.