ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი

თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი.

ბურჭულაძე, რომელსაც თავად არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი, ამბობს, რომ „საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს,“.

„ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მის განცხადებას კი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს. როგორც მინისტრმა განმარტა, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედრო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში.

რაც შეეხება სტუდენტებს,  ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ:

„სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“.


სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეცვლება სახელი და ეწოდება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. სიახლე ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, წვევამდელების მიერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადების გავლას.

კერძოდ, ცვლილებების შემდეგ 12-თვიანი ვადის ნაცვლად სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

ცვლილებების თანახმად, რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებს, მათ შორის „ბიბლიური თავისუფლებისას“, სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნებათ და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

თავდაპირველად ეს ცვლილებები ითვალისწინებდა იმასაც, რომ სტუდენტის სტატუსი აღარ იქნებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძველი.თუმცა „გირჩის“ საპროტესტო აქციის წინა დღეს – 10 მარტს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსით სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.