ახალი ამბები

თბილისში იკლო ბავშვთა ინფიცირებამ და დახურულმა საბავშვო ბაღებმა – დაკეტილია მხოლოდ 6 ბაღი

თბილისში იკლო ბავშვთა ინფიცირებამ და დახურულმა საბავშვო ბაღებმა – დაკეტილია მხოლოდ 6 ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში იკლო როგორც თანამშრომლების, ისე აღსაზრდელთა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 25 თებერვლის მონაცემებით, დედაქალაქში არსებული 187 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 6 მათგანია სრულად დახურული. იმ ბაღებში, კი, რომლებიც ღიაა, 50 ჯგუფი არ ფუნქციონირებს. ქალაქის მასშტაბით, ინფიცირებულია საბავშვო ბაღის 24 აღსაზრდელი და 49 თანამშრომელი.

აღნიშნული მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად 14 თებერვალს 56 ბაღი და 61 ცალკეული ჯგუფი იყო დახურული.

„როგორი სიტუაციაც არის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხრივ, ისეთივეა საბავშვო ბაღებში. ბავშვები დადიან, თუმცა სრული დასწრება, რა თქმა უნდა, არ არის “, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს ბაღების მართვის სააგენტოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი, 25 თებერვალს ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი კვირის წინანდელი, 18 თებერვლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია.

ასევე იხილეთ:

რამდენი მოსწავლე დაუბრუნდა დასწრებულ სწავლებას და რამდენი გადავიდა ონლაინზე – 24 თებერვლის სტატისტიკა

განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.