დაწყებითი განათლების სიახლეები ესგ-ში და დავალებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი – 6 ვიდეო განხილვა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ ვიდეო განხილვებს აქვეყნებს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრა/სემინარების ფორმატში მასწავლებლებისთვის უკვე ჩატარდა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების განხილვას გულისხმობს.
3 მარტის მონაცემებით, ზოგადი განათლებისა და სზავლა-სწავლების პროცესის წარმართვის შესახებ სამინისტრომ 6 ახალი ვიდეოსემინარი გამოაქვეყნა, რომელიც საგნების მიხედვით არის წარმოდგენილი.
იხილეთ ვიდეოსემინარების არქივი:
დაწყებითი განათლება
სიახლეები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მაგალითების მნიშვნელობა ცოდნის კონსტრუქტივისტული აგებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე
პირველი უცხო ენა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება მესამე თაობის ესგს მიხედვით
გეოგრაფია
კომპლექსური დავალების შექმნა და შუალედური მიზნის მიღწევის საშუალება
მოქალაქეობა
დავალებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი
ფიზიკური აღზრდა და სპორტი
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
ამავე თემაზე:
კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნებისთვის – 8 ვიდეო განხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში