საქსტატი: პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9%-ით
„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები (2022 წელი)“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პროფესიული სასწავლებლების რომელშიც გასული სტატისტიკური მონაცემებია ასახა.
1-ელ მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 25.9 პროცენტით არის გაზრდილი.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით თბილისი ლიდერობს (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%),
კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).
დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო ამ სასწავლებლებში 2022 წელს 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი – კაცი.
ამასთან, ვკითხულობთ, რომ 2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა. რაც შეეხება პოპულარულ სასწავლო მიმართულებებს, კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.
ასევე იხილეთ: