ახალი ამბები

ერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

ერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი სამხარაძემ მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ უკან წაიღებს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. საჭირო გახდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტის, მეორე მოსმენით ჩაგდება.

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად ჩავარდა.

ის ერთი დეპუტატი, ვინც კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა, სწორედ დიმიტრი სამხარაძე იყო.

ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.

განახლება 13:05 – დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას და მას კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.