ახალი ამბები

HRC: ოპოზიციის ლიდერებისათვის დეპუტატობის ვადაზე ადრე შეწყვეტამ საგანგაშო ტენდენციის ფორმა მიიღო

HRC: ოპოზიციის ლიდერებისათვის დეპუტატობის ვადაზე ადრე შეწყვეტამ საგანგაშო ტენდენციის ფორმა მიიღო

ადამიანის უფლებათა ცენტრმა(HRC) გამოაქვეყნა ანალიტიკურ დოკუმენტი, რომელიც დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება.

დოკუმენტი, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, აფასებს საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების სამართლებრივ და პროცესუალურ მხარეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს პოლიტიკური მოტივები.

დოკუმენტში განხილულია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, ნიკა მელიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევები.

დოკუმენტში ასევე განხილულია ენმ-ის მოქმედი თავმდჯომარის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც პროკურატურა 2020 წელს თბილისის საკრებულოს მაშინდელი წევრის ირაკლი ზარქუას მიმართ ფიზიკურ ძალადობას ედავება.

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით მაშინ იკვეთება, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის წევრთა მიმართ არის დაწყებული, რომელთაც საპარლამენტო მანდატი საშუალებას აძლევთ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე.

„როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას, ოპოზიციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ოპოზიციური პარტიების თავდაპირველმა ბოიკოტმა დაასუსტა საკანონმდებლო ორგანო და მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ლიდერებისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტამ საგანგაშო ტენდენციის ფორმა მიიღო, რომლის მიზანი შესაძლოა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანზმების გამოყენების მთავარი ინიციატორები, უმრავლეს შემთხვევაში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, ხოლო მათი რაოდენობის შემცირება საკანონმდებლო ორგანოში, მაკონტროლებელი ფუნქციების იმპლემენტაციას მინიმუმამდე დაიყვანს.

დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობების და უფლებამოსილების გაზრდის პროპორციულად კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იწვევს მათ მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების დაწყება ხშირად ემთხვევა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, როგორიცაა: არჩევნები, ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციები ან ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეიძლება აიხსნას ვიწრო პოლიტიკური მოტივებით.

„კერძოდ, როგორც პოლიტიკური მოვლენებიდან იკვეთება, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში მუშაობა.

ამიტომ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დაინტერესებული იყოს საპარლამენტო ოპოზიციის შესუსტებით და კონკრეტული დეპუტატებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამე შეწყვეტით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფრთხის წინაშე მომავალშიც დადგნენ სწორედ ის დეპუტატები, რომლებიც პოლიტიკური აქტივობებით შეიძლება გამოირჩევიან საზოგადოებაში, რაც ცალსახად მიუთითებს საგანგაშო ტენდენციაზე.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.