ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება – პენტაგონი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების სესაებ და განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს… ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ შევცვალოთ სტრატეგიული ბირთვული პოზიცია და არც რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება”, – ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. მისი თქმით, ეს პროცესი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.