ახალი ამბები

„გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი პროგრამა აირჩიოთ“ – მაია გაბუნიას განმარტება აბიტურიენტებს

„გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი პროგრამა აირჩიოთ“ – მაია გაბუნიას განმარტება აბიტურიენტებს

„რასაკვირველია, გირჩევთ, რომ აირჩიოთ რაც შეიძლება მეტი პროგრამა“, – ასე უპასუხა NAEC-ის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ, 24 მარტს გამართულ ონლაინ ღია კარის დღეზე აბიტურიენტების კითხვას, მინიმუმ რამდენი უნივერსიტეტისა და პროგრამის ჩამოწერას ურჩევდა ის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ისიც განმარტა, თუ რატომ ურჩევს ამას აბიტურიენტებს:

„თქვენ იცით, არის პროგრამები, სადაც საკმაოდ მაღალი კონკურსია. აქვე იცოდეთ, რომ პროგრამების არჩევისას, თქვენ იქვე ხედავთ, თუ როგორი კონკურსია ამ კონკრეტულ პროგრამაზე. შესაბამისად, შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი სურვილისამებრ, შეზღუდული ნამდვილად არ ხართ. შეგიძლიათ, იმ არჩევითი საგნების მიხედვით, რომელსაც აბარებთ, აირჩიოთ ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები, ან სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები. გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი აირჩიოთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებელია. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ორ არჩევანს აკეთებენ, ზოგიერთი ერთსაც აკეთებს“.

მაია გაბუნია აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ არჩეული პროგრამების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია და მათთვის ყველაზე სასურველი პროგრამა მეხუთე და მეექვსე ადგილას არ უნდა დაწერონ:

„რას ნიშნავს პრიორიტეტული არჩევანი?, ანუ მე, პირველ რიგში, ვწერ იმ პროგრამას, სადაც ყველაზე მეტად მინდა, ჩავირიცხო და მომეცეს საშუალება, გავაგრძელო სწავლა“.

NAEC-ის წარმომადგენელმა ასევე პასუხი გასცა აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: ეროვნულ გამოცდებზე საგრანტო კონკურსისთვის 2 საგანს ვირჩევ ისტორიას და მათემატიკას. თუ ვერ გადავლახავ მინიმალურ ზღვარს რომელიმე საგანში, მაშინ მეორე საგნით გრანტს მოვიპოვებ თუ არა მაღალი ქულის აღების შემთხვევაში?

მაია გაბუნიას თქმით, თუ აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ერთ არჩევით საგანში, ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობას მეორე არჩევითი საგნის შედეგით იღებს.

„იმ შემთხვევაში, როცა აბიტურიენტი ორ საგანს აბარებს და ეს ორივე არჩევითი საგანი ბარდება, ანუ სავალდებულოა ან ერთ ან მეორე პროგრამაზე, რომელზეც აბიტურიენტი ირიცხება, რა თქმა უნდა, ორივე საგნით ხდება ჩარიცხვის განხილვა. პირველ რიგში, ჩარიცხვის განხილვა ხდება იმ საგნით, რომელ საგანშიც აბიტურიენტმა მაღალი სკალირებული ქულა მიიღო, მერე განიხილება მეორე არჩევითი საგანი. ასევე, ორივე საგნით განიხილება საგრანტო კონკურსში მონაწილეობა.

„ვთქვათ, მაგალითისთვის, აბიტურიენტი აბარებს მათემატიკას და ფიზიკას და ის ჩაირიცხა მათემატიკით, მაგრამ საგრანტო ქულების გამოთვლის დროს გაირკვა, რომ ის ფიზიკით უფრო მაღალ დაფინანსებას მიიღებს. ასეთ დროს, რომელი საგნითაც აბიტურიენტი მაღალ დაფინანსებას მიიღებს, დაფინანსდება იმ საგნით. არის როგორც 50%იანი, ისე 70 და 100 პროცენტიანი დაფინანსება. აბიტურიენტის ჩარიცხვაც და საგრანტო კონკურსში მონაწილეობაც იმ არჩევითი საგნით განიხილება, რომელშიც მან გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აქ საუბარია არჩევით საგანზე, თორემ ძირითად საგანში თუ ვერ გადალახა აბიტურიენტმა ზღვარი, სამწუხაროდ, ვერსად ჩაირიცხება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.