ვალერი მელაძე რუსეთში დაასმინეს – მას მოსკოვის პროკურატურა შეამოწმებს
მოსკოვის პროკურატურა შეამოწმებს, ხომ არ აფინანსებს მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, იუწყება რუსული სამთავრობო გამოცემა „ტასსი“.
გამოცემის ცნობით, პროკურატურაში მელაძის შემოწმება ვიტალი ბოროდინმა მოითხოვა. იგი „კორუფციასთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ფედერალურ პროექტს ხელმძღვანელობს“ და სხვა არტისტებიც ჰყავს დასმენილი.
ბოროდინის განცხადებით, მელაძემ „არაერთხელ გააკრიტიკა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში“, ხოლო დუბაიში ჩატარებულ კორპორატიულ საღამოზე „მათი ლოზუნგი წარმოთქვა“.
მელაძე რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგია. გაზაფხულზე მისი კონცერტები გააუქმეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. „მედუზას“ ცნობით, მელაძე რუსეთსა და ბელარუსში „აკრძალული არტისტების“ სიაშია შეყვანილი.
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.