ახალი ამბები

წყვდიადმა ვერ გატეხა ჩვენი სული – ზელენსკის სააღდგომო მოლოცვა

წყვდიადმა ვერ გატეხა ჩვენი სული – ზელენსკის სააღდგომო მოლოცვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მოულოცა.

ვრცელ სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა ომზე, რომელიც უკვე 400 დღეზე მეტია, რაც მიმდინარეობს, უკრაინელთა გამძლეობაზე და ქვეყნის გარდაუვალ გამარჯვებაზე.

„წყვდიადმა ვერ შეძლო ჩვენი სულის, ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვის, ჩვენი სამშობლოს მიმართ სიყვარულისა და მისი დაცვის მზაობის გატეხა. ჩვენ ჩვენში სინათლე შევინარჩუნეთ. დავამარცხეთ პანიკა, შიში, მტრობა და დაპირისპირება. გავერთიანდით. მილიონობით უკრაინელთა გულში არსებული ნაპერწკალი ერთ დიდ კოცონად იქცა,“ – დასძენს ის.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლო გამარჯვებაა: კეთილის გამარჯვება, სიმართლისა და სიცოცხლის. ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომას ურყევი რწმენით, რომ ეს გამარჯვებები გარდაუვალია. ამ დღეს, ერთი წლის წინ, ჩვენ ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს კი ვლოცულობთ, რომ ის გაიმარჯვებს.

ჩვენ არათუ ვსხედვართ და ველოდებით ამ გამარჯვებას, არამედ ვქმნით მას. გავიდა 417 დღე. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ, შესაძლოა, დიდი სირთულეები კვლავ წინ გველის, მაგრამ ჩვენ მათ გადავლახავთ და ერთად, შევხვდებით გარიჟრაჟს. მზე გაანათებს მთელს ჩვენს ქვეყანას,“

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ყველამ ვინც აწამა, მოიპარა, მოკლა – ყველა უკლებლივ აგებს პასუხს როგორც საერთაშორისო ტრიბუნალის, ასევე უფლის წინაშე.

„მსოფლიო დაინახა ჩვენი სიმამაცე და სიმტკიცე, მტერი ხედავს ჩვენს სიძლიერესა და გამბედაობას,“ – ამბობს ის.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.