ბელგოროდში 3 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსულ ქალაქ ბელგოროდში 3 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ შალანდინის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების უშუალო სიახლოვეს საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. გუბერნატორის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტებმა გადაწყვიტეს ბომბის განმუხტვა საცდელ ადგილზე.
„ოპერატიულმა შტაბმა გადაწყვიტა 17 საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია 200 მეტრის რადიუსში. წინასწარი მონაცემებით, ეს არის სამ ათასზე მეტი ადამიანი“, — თქვა მან.
მისივე თქმით, მოქალაქეებს გადაიყვანენ დროებით განსახლების ცენტრებში, რისთვისაც 90 მანქანა გამოიყო. ყველა სახლი, საიდანაც მოსახლეობას გამოიყვანენ, პოლიციის დაცვის ქვეშ დარჩება. ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა დააზუსტა, რომ მაცხოვრებლებისთვის ორი შემგროვებელი პუნქტი მოეწყობა.
ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა დააზუსტა, რომ მაცხოვრებლებისთვის ორი შემგროვებელი პუნქტი მოეწყობა.
20 აპრილის საღამოს ბელგოროდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც უზარმაზარი კრატერი დარჩა შალანდინას ქუჩაზე. აფეთქებამ ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინა და რამდენიმე გაჩერებული მანქანა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. დაშავდა სამი ადამიანი. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინციდენტი მათივე სუ-34-ის ბომბის ჩამოვარდნის შედეგია.
ბელგოროდში გამოცხადდა მუნიციპალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.