პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა და მეორე მოსმენით კანონპროექტის იგივე ვერსია დაამტკიცა.
მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.
ვენეციის კომისიამ 12 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა დეოლიქარგიზაციიის შესახებ კანონპროექტზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია.
კომისიამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სახელმწიფო უწყებებს ისეთი ნაბიჯებისკენ მოუწოდა, როგორიცაა, მაგალითად, არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზი.