ახალი ამბები

რუსეთ-უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთ-უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. ეს 2023 წელს ტყვეთა პირველი გაცვლაა.

გაცვლის შედეგად, უკრაინაში დააბრუნეს 33 ოფიცერი, ასევე, 17 რიგითი და სერჯანტი.   ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დრომდე, ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინაში 1600-ზე მეტი ადამიანი დააბრუნეს. რუსეთის ტყვეობაში კვლავ რჩება 3 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო. ეს არის თავად რუსების მიერ დადასტურებული რიცხვი.

გარდა ამისა, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან — 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე — 15 ათასზე მეტი უკრაინელია გაუჩინარებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის უმრავლესობა სამოქალაქო პირია. უკრაინის ხელისუფლების თქმით, უცნობია, მათგან რამდენი დაიღუპა, რუსეთის ტყვეობაში რამდენი აღმოჩნდა და ასევე, რამდენი გადაასახლეს რუსეთის ტერიტორიაზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.