ახალი ამბები

მელია: მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს

მელია: მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემაში „რეაქცია“ აცხადებს, რომ შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი  ორმაგ ტყვეობაში იყოს.

„ერთხელ აქციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მე ვთქვი შემდეგი რამ, რომ ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაგრამ მან უკვე გაიმარჯვა მორალურად-მეთქი. მას შმედეგ ვაკვირდები და, როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, მიხეილ სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს“ ,- თქვა ნიკა მელიამ.

წამყვანის კითხვაზე, იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, მისი აზრით, პოლიტიკურ იზოლაციაში პარტიის მხრიდან, მელია პასუხობს:

„მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს, დიახაც. მაგრამ მნიშვნელოვანია, მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. დღეს მე მასთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სადმე გაგიგონიათ? ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ ადამიანები, რომლებიც 24 საათი მხოლოდ ამაზე საუბრობენ, დღეს ხსენებაც არ აქვთ. ცდილობენ მხოლოდ მისი სახელი გამოიყენონ და ასე მოიპოვონ რამდენიმე მანდატი პარტლამენტში“.

მელიას თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს, თუმცა ამას მას შემდეგ გააკეთებს, რაც ექსპრეზიდენტი გათავისუფლდება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.