ახალი ამბები

ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

დღეს, 1 აგვისტოს, პოლონეთის საჰაერო სივრცე ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ვერტმფრენებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან გადალახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა. ინციდენტის შესახებ ეცნობა NATO-საც.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საზღვართან ახლოს ბელარუსი წვრთნებს ატარებს და ამის შესახებ პოლონური მხარეც იყო ინფორმირებული. თუმცა, უწყება აღნიშნავს, რომ ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც რადარებს მათი დაფიქსირება გაუჭირდა.

ინციდენტის შემდეგ პოლონეთი გეგმავს, სასაზღვრო დაცვა გააძლიეროს და სასაზღვრო რეგიონში გზავნის დამატებით ძალებს, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენებს. ამასთან, განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.