უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი
![უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/08/Untitled-design-2023-08-05T221134.577.jpg)
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა.
„სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძლება, რომ ღონისძიებები უფრო ძლიერად განვახორციელოთ“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.
რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]