ახალი ამბები

ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

„თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება – ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.

ბექა ლეკვეიშვილი ქუთაისიდან არის. უყვარს თავისი ქალაქი და არც ოჯახიდან მოშორებით ყოფნას ისურვებდა. თეგეტას  სასწავლო კურსი თბილისში გაიარა, მაგრამ ერჩივნა სამუშაო მშობლიურ ქალაქში გამოჩენილიყო.

,,ერთ რამეში გამიმართლა, რომ თეგეტაში მოვხვდი, მერე უკვე მეც ვიშრომე და ვფიქრობ ჩემი მონდომება გახდა, წარმატების მიზეზი“. იყო სირთულეებიც, განსაკუთრებით, კლიენტებთან ურთიერთობაში, როდესაც კითხვების ნაკადს, გგონია, რომ ვერ გაუმკლავდები, არადა დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს და  მომხმარებელიც საათზე იყურება. აქ სცენარს  გამოცდილი თანამშრომლები უერთდებიან, რომლებიც, როგორც ბექა ამბობს, დასახმარებლად სულ მზად არიან.

,,თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ჩვენი კომპანია მზად არის, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაში და ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინ დაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამ ვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლას კომპანიაში, – ნათიკა ბერძული, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

თორნიკე ზირაქიძე ავტომობილების განსაკუთრებულმა ინტერესმა თეგეტამდე მიიყვანა. სტაჟირებაზე მყოფმა აკადემიაში მოკლე კურსი გაიარა და მალევე კონსულტანტად დაინიშნა.

თორნიკე ზირაქიძე

თორნიკე ზირაქიძე

„უკვე ოთხი წელია, თეგეტას თანამშრომელი ვარ. აქ მოხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი საქმიანობა ის არის, რაც ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს სიამოვნებით აკეთებ და ამაში ხელფასს იღებ. ახლა „თრაქ ენდ ბასში“ გაყიდვების კონსულტანტი ვარ, არაერთი მიმართულება მეხება. ჩემი მიზანი კარიერული წინსვლაა, ამაში თეგეტა ხელს ყოველთვის გვიწყობს.“

თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.

,,თუ გსურთ თქვენი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წრამატებულ კომპანიას დაუკავშიროთ, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის არის. ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მცხოვრებლებს ველოდებით ბათუმის თეგეტა აკადემიაში. მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ მიიღონ პროფესიული განათლება, გაიარონ სტაჟირება და დაიწყონ კარიერა თეგეტაში”, – ამბობს ადა­მი­­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლიკა ბერუაშვილი

ლიკა ბერუაშვილი

ლიკა ბერუაშვილი

აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა, ჩვენი ვკითხეთ ჩვენი სტატიის გმირებს, ბექას და თორნიკეს – აღმოჩნდა რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია ხელისგულზე მოქცეული შანსი არ გაუშვა ხელიდან.

თეგეტა მოტორსის კამპანია ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.

სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.