კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს
სოციალური ქსელების გიგანტი, კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს. BBC-ის თანახმად, კომპანიამ ცვლილების შესახებ დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოაცხადა.
მისი პოზიციაა, რომ ახალი სახელწოდება უკეთესად განსაზღვრავს იმას, რასაც კომპანია ახლა აკეთებს.
სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მოჰყვა Facebook-ის შესახებ მთელი რიგი ნეგატიური ისტორიების სერიას, რომელიც კომპანიის ყოფილი თანამშრომლის და აწ უკვე მისი მამხილებლის, ფრენსის ჰაუგენის მიერ გამოტანილ დოკუმენტებს ეფუძნება.
ჰაუგენი ამბობს, რომ კომპანია უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს, რასაც Facebook უარყოფს.
Комментарии в Facebook