ახალი ამბები

ხელს ვაწერ ჩემს სიტყვებს, მზად ვარ ყველას ველაპარაკო – ყიფშიძე თავისუფალ მკურნალობაზე

ხელს ვაწერ ჩემს სიტყვებს, მზად ვარ ყველას ველაპარაკო – ყიფშიძე თავისუფალ მკურნალობაზე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მზად არის ყველას ესაუბროს სააკაშვილის ე.წ. თავისუფალ, ციხის გარე მკურნალობაზე.

კონსილიუმის ექიმების მსგავსად, დღეს გორის ჰოსპიტალში ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფებოდა. მან თქვა, რომ სააკაშვილს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, ასევე „არტერიული წნევა თამაშობს“. თუმცა, შიმშილობიდან გამოსვლის ე.წ. რეფინდინგის პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა.

ყიფშიძე ასევე დასძენს, რომ მისი მოსაზრებით, სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის, საჭიროა პროცესში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ჩაერთოს, რადგან, შიმშილობის შემდეგ არის რისკი პოსტტრავმული სინდრომის განვითარების.

„გეტყვით, რომ აქ უფრო მშვიდად არის და მადლობას უხდის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, უფრო დიდი განსხვავებაა აქა და გლდანს შორის, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა… როგორც გუშინ ვთქვი, თავისუფალი მკურნალობა ერთია და სხვანაირი მკურნალობა სხვა არის. მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს,“ – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა იმ ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ თავისუფალი მკურნალობის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, ყიფშიძე პასუხობს, რომ ის მზადაა ყველას ესაუბროს ამ თემაზე.

„მე ვუპასუხებ, რომ ძალიან კარგი, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი აზრი, მზად ვართ ვილაპარაკო სულ ყველას. მე კატეგორიულად არ მითქვამს ეს, მაგრამ მე ყოველ ჩემს სიტყვას ხელს მოვაწერ თავიდან… შეიძლება დავუძახოთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდან და მათ ნახონ და გამოიტანონ დასკვნა, რა უფრო სწორია – ჩემი თუ სხვისი მიდგომა,“ – ამატებს ის.

გუშინ 20 ნოემბერს გორის ჰოსპიტალში ვიზიტის შემდეგ ყიფშიძემ თქვა, რომ მისი რეკომენდაციაა სააკაშვილს ციხის გარეთ ემკურნალა. რაც, მისი თქმით, გულისხმობს არა ბადრაგის თანმხლებით მკურნალობას არამედ ალტერნატიული გზებით.

„არის რაღაც გზები, იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. არც იურისტი ვარ და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ვარ, არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“. ეს ჩემი გულწრფელი აზრია – ახლა ვუმკურნალებთ, გახდება უკეთ, ვთქვათ, ერთი კვირის მერე, მერე დავაბრუნებთ ციხეში, მერე ისევ ავად გახდება ისევ უნდა დავაბრუნოთ და მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ.

მე ყველაფერს ვგულისხმობ, მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს რომ ავადმყოფს უმკურნალე, აქ არის სტრესი, ნერვიული მდგომარეობა, ბევრი ბევრი პრობლემაა.. “ – თქვა მან.

ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ექიმთა ნაწილი, რომლებიც აცხადებენ, რომ თავისუფალი მკურნალობისთვის საჭიროება ახლა არ დგას.

მთავარი ფოტო: სქრინი „ფორმულას“ ეთერიდან


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვებას სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია – კონსილიუმის ექიმი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.