ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, 200-ლარიანი წახალისება რომ არა ახლა, არამედ გაზაფხულზე დაწესებულიყო, მრავალი სიცოცხლე გადარჩებოდა

ტიკარაძის თქმით, 200-ლარიანი წახალისება რომ არა ახლა, არამედ გაზაფხულზე დაწესებულიყო, მრავალი სიცოცხლე გადარჩებოდა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციისთვის ფინანსური წახალისების მექანიზმი, რომ არა ახლა, არამედ გაზაფხულზე დაწესებულიყო, მრავალი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა. ამის შესახებ ტიკარაძემ 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ფინანსური წახალისების მექანიზმი, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ძალიან ეფექტიანია და ამას რიცხვები მოწმობს.

“ძალიან ეფექტური იყო ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, როცა ჩვენ მოვახერხეთ და წავახალისეთ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები ფულადი თანხით. ამ პერიოდში ოთხჯერ გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მივუახლოვდით აგვისტოს მაჩვენებელს, როცა ვაქცინაციის მაღალი ტემპი გვქონდა. 7 დღის საშუალო მონაცემი გვაქვს 13-დან – 14 ათასამდე. მათ შორის ძალიან მაღალია 60 + მოქალაქეების ვაქცინაციაა. მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიებაა დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ ვაქცინაცია და ეს მოგვცემდა საშუალებას რომ ამ პერიოდის მანძილზე, როცა ჩვენ გავიარეთ მე-4 ტალღა და ახლა ვარკვევთ არის თუ არა მე-5 ტალღა თუ კვლავ მე-4 ტალღის პიკში ვართ, ის ლეტალობები, რომელიც გვქონდა მოვახერხებდით და ამ ადამიანების მაღალ რიცხვს გადავარჩენდით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ის არ უჭერს მხარს მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებების დანერგვას სხვა მოწყვლად ჯგუფებში, რადგან გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა უჩვენებს, რომ პირველ რიგში ასაკოვანი მოქალაქეების სიცოცხლეა დასაცავი.

მინისტრის ამ ეტაპზე არ ხედვას სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საჭიროებას, რადგან ხედვას რესურსს, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეები მიიყვანონ ამცრელ პუნქტებში საკუთარი ნებით, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დადგეს სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაც.

“ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა ჯერ არსებობს ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.