ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კონფლიქტური სიტუაციები და საფრთხეები განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებს ერთი ფაქტორი — გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩავარდნა.
ამის შესახებ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ დღეებში ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვა გეოგრაფიებში არსებული კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ. ჯერ — ბალკანეთი, მერე — ტაივანი, ახლა შეიძლება, კავკასია… ყველა ეს სიტუაცია განსხვავებული ჩანს, თუმცა მათ აერთიანებს ერთი ფაქტორი — გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ არ იმუშავა. რომ ემუშავა, მთელი ეს კონფლიქტი არ იქნებოდა“, — განაცხადა ზელენკიმ.
მისი თქმით, ეს არის ფაქტი, რასაც უკრაინა ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161 დღის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში.
„ვინაიდან რუსეთმა სრულიად უგულებელყო საერთაშორისო სამართალი — კაცობრიობის ინსტერესები, როგორც ასეთი“, — დასძინა ზელენსკიმ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა სერბეთსა და კოსოვოს შორის, ჩინეთის საპასუხო ზომებით იმუქრება აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ლიჩანის რაიონში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების შეხების ზოლში ახალი შეტაკება მოხდა.
ორი დაღუპული, რვა დაჭრილი – შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ