ახალი ამბები

შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს

შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს

შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ „მწვანე პასპორტი“, არ შესთავაზონ სხვა მექანიზმი აღნიშნული წესის მიღმა.

1 დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდა. აღნიშნულის მიხედვით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კვების ობიექტებსა და სხვა დაწესებულებების ნაწილში „მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა აკრძალულია და ამის კონტროლი თავად ობიექტებს ევალებათ.

თუმცა ბოლო დღეებში არაერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ იმ მომხარებლებს, რომლებსაც „მწვანე სტატუსი“ არ აქვთ, კორონავირუსზე ე.წ. სწრაფ ტესტს ადგილზე, რესტორნის შესასვლელში გაუკეთებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუშვებენ.

„შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ“ — აცხადებს შრომის ინსპექცია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.