პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებებია. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. რაც შეეხება პაპუაშვილს, მას განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს.

ცვლილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიაწოდა.

“მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგი დღემდე იკავებდა ამ კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება და შესაბამისად ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და მას წარმატებებს ვუსურვებთ”, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ამილახვარმა 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის სამართალმცოდნე და აქვს ასამართლის დოქტორის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2018 – 2019 წლები, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2010 – 2020 წლები, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
  • 2008 – 2010 წლები, ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
  • 2007 – 2008 წლები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.