ახალი ამბები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპზე გადადის

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპზე გადადის

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში CaBOL-ის პროექტის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა.

პროექტი დაიწყო 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით. მისი მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო.
დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროექტის გეგმებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • გაბრიელ ჰერმანი, საქართველოსთან კოოპერაციის განყოფილების უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროში (BMBF);
  • ოლივერ პიპერი, პოლიტიკური მრჩეველი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენელი (BMBF);
  • იორნ გრუნევალდი, პროექტების მართვის სააგენტო, გერმანიის ავიაციურ-კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი (DLR – German Aerospace Center/Deutsches Zentrum für Luft- und Raumfahrt);
  • მეჰთილდ კულარ – გერმანიის კვლევების ფონდის წარმომადგენელი (DFG);
  • ნილს ჰაინი, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) რეგიონული კოორდინატორი.

სტუმრები CaBOL-ის პროექტის ფარგლებში გადამზადებულ ილიაუნის თანამშრომლებთან – სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებულებსა და მოქმედ სტუდენტებთან ერთად საველე ექსპერტიზაზე იყვნენ.

ვიზიტის პრაქტიკული კომპონენტის, საველე გასვლის, მიზანი იყო CaBOL-ის თანამშრომლების საველე ექსპერტიზა და სინჯის შეგროვების სხვადასხვა ტექნიკის დემონსტრირება.

„Ca BOL-ი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ამჯერად ხორციელდება კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით. პროექტი სიცოცხლის ბარკოდირება კავკასიაში დაფინანსებულია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მისი სამეცნიერო კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად. ჩვენი მეცნიერები – ეკოლოგები, ბიოლოგები, საბუნებისმეტყველო მიმართულების, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის, სტუდენტები, იძენენ სრულიად ახალ და უნიკალურ ცოდნას, რომელიც დღეს იქმნება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. პირველადი მონაცემები სიცოცხლის ბარკოდირების მიმართულებით გროვდება კავკასიაში. ამ პროექტით ილიაუნიში განახლდა გენეტიკის ლაბორატორია. ამაში ძალიან დაგვეხმარა ფოლკსვაგენის ფონდი. ის გენეტიკური ფონდი, რომელიც დაგროვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდგომში არაერთი სადისერტაციო ნაშრომის თემა იქნება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოვახერხოთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო კვლევები გვქონდეს ილიაუნიში.“ – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

„მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს, პირადად ვნახო, როგორ მუშაობენ ჩემი კოლეგები CaBOL-იდან. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელშიც ბიომრავალფეროვნების კვლევები გამოიყენეს გერმანიის ფარგლებს გარეთ. ვამაყობთ, რომ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებლები ვართ, რადგან ვხედავთ, როგორ სწორად განვითარდა“ – იორნ გრუნევალდი, პროექტების მართვის სააგენტო, გერმანიის ავიაციურ-კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი (DLR – German Aerospace Center/Deutsches Zentrum für Luft- und Raumfahrt)

„DFG (გერმანიის კვლევების ფონდი) გერმანიის ყველაზე დიდი ფონდია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 პროექტს აფინანსებს. მოხარული ვარ, რომ BMBF-თან ერთად ვესტუმრეთ საქართველოს, გვსურს ბიომრავალფეროვნების საკითხებზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა“. – მეჰთილდ კულარი, გერმანიის კვლევების ფონდის (DFG) წარმომადგენელი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.