ახალი ამბები

ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია – ზელენსკი

ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიუხედავად უკრაინის ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებისა, ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ მან  Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, ზელენსკის აზრით, თუ კიევი კონტრშეტევა არ დაიწყებდა და ტერიტორიული მიღწევებით სხვა ქვეყნებზე შთაბეჭდილებას არ მოახდენდა,  უკრაინისთვის უცხოური იარაღის მიწოდება შემცირდებოდა.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც გავლენა მოახდინა ან გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე გაიმეორა მოწოდება პარტნიორ ქვეყნების მიმართ, რომ გააძლიერონ უკრაინაში იარაღის მიწოდება.

„ჩვენ გვსურს მეტი დახმარება თურქეთისგან, გვსურს მეტი დახმარება სამხრეთ კორეისგან. მეტი დახმარება არაბული სამყაროსგან. აზიიდან”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დაასახელა „გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები“,  რაც გერმანიის მხრიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აფერხებს.  მისი თქმით, ეს გერმანიის „ნაცისტური წარსულის გამო“  ხდება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაიცვას თავი „რუსული ფაშიზმისგან“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ  „ყველაფერს გააკეთებს ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად“, მაგრამ აღშფოთებულია, რომ უკრაინას სამხედრო გზით გამარჯვება სურს.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი ხარკოვის რაიონებში. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას არა უკანდახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება უწოდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.