საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის – რა წავაკითხოთ
ყოველ ახალ წელს აქტუალური ხდება საკითხი – რა ვაჩუქოთ ბავშვებს?! სათამაშოების, ტექნიკის, მათთვის სასურველი გასართობი ნივთების თუ სამოსის შერჩევასთან ერთად, პატარებს და მოზარდებს გულმოდგინედ შერჩეული ლიტერატურაც ახარებთ, რომელსაც დიდი ინტერესითაც ეცნობიან და ეს ყოველივე ხალისიანი საგანმანათლებლო აქტივობის შემადგენელი ნაწილიცაა.
მსოფლიო და მათ შორის ქართული ლიტერატურა საკმაოდ ბევრი საახალწლო თემატიკის წიგნისგან შედგება, მათი უმეტესობა ზღაპრები და მოთხრობებია, რომლებიც დიდებისთვისაც საკმაოდ კარგად იკითხება.
მოგიყვებით 5 საახალწლო წიგნის შესახებ, რომლებზეც თაობები აღიზარდნენ და ასევე გაგაცნობთ ქართულ საახალწლო ლიტერატურას, ძილისპირულ ზღაპრებს, რათა თქენმა შვილებმა საშობაო არდადეგები ხალისიანად და ზღაპრულად გაატარონ.
ძმები გრიმები – ელფები და მეწაღე
ღარიბი ფეხსაცმლის მწარმოებელსა და მის ცოლს ტყავის ბოლო ნაჭერი რჩებათ ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაკერად. მოულოდნელად მათი ბედი იცვლება ნიჭიერი ელფების დახმარების წყალობით. ეს მოთხრობა ამარტივებს ბავშვებში ისეთი ფასეულობების სწავლებას, როგორიცაა – თანაგრძნობა, მადლიერება, სათნოება. ეხმარება ბავშვებს, გახდნენ უკეთესი ადამიანები და განუვითარდეთ ემპათიის უნაი.
ლევ ტოლსტოი – პაპა პანოვის განსაკუთრებული შობა
თანაგრძნობისა და სიკეთის ამბავი, მუხუცი პაპა პანოვისა და მისი სტუმრის განსაკუთრებული შობის შესახებ, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად განაწყობს უფროსების პატივისცემისკენ და სიკეთის სავსე სამყაროში ამოგზაურებთ.
ჩარლზ დიკენსი – საშობაო სიმღერა
31 წლის დიკენსმა ეს ნოველა 6 კვირაში დაწერა და წიგნი შობამდე, 1843 წლის 19 დეკემბერს გამოსცა. პერსონაჟებს ის პირადად იცნობდა. დიკესნის შთამბეჭდავი საშობაო ისტორია ბავშვებს ფანტაზიას უხსნის და ჯადოსნურ სამყაროში შესასვლელ კარს უღებს.
ო. ჰენრი – მოგვთა საჩუქრები
კეთილი და სევდიანი ისტორია ნამდვილ სიყვარულსა და ადამიანობაზე, რომელზეც თაობები გაიზარდნენ. იგი ბავშვების ასწავლის, რომ სიყვარულზე ძვირფასი საჩუქარი დედამიწაზე არ მოიძებნება.
მარჯერი უილიამსი – ველვეტის კურდღელი
ისტორია სათამაშო კურდღელზე, რომელიც ბიჭუნას შობის დღეს აჩუქეს. კურდღელი ისეთი ლამაზი არ იყო, როგორც დანარჩენი სათამაშოები, მაგრამ მას ძალიან უნდოდა პატარა პატრონს ჰყვარებოდა.
მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კლასიკასთან ერთად ბავშვებისთვის აუცილებელია ქართული საახალწლო წიგნების გაცნობაც. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ვაჟა-ფშაველას ძმების, თედო და ბაჩანა რაზიკაშვილების საოცარი საახალწლო ზღაპრები პატარებისთვის, რომელიც შესულია წიგნში “საგანძური”.
განსაკუთებით პუპულარულია ჯანსუღ ჩარკვიანის წიგნის კრებული, “საახალწლო სიმღერები” რომელშიც შედის სახაალწლო თემატიკაზე შექმნილი ლექსები.
აღსანიშნავია რეზო გაბრიაძის “საშობაო მოთხრობები’’, რომლებიც განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის და სიკეთით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს.
ბავშვებისთვის სწორი ლიტერატურის შერჩევით ისინი უფრო მარტივად შეძლებენ, როგორც სააზროვნო, ისე სოციალური და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას. ე.წ საახალწლო ლიტერატურა არა მხოლოდ მათი განწყობს შექმნახე ახდენს დადებით გავლენას, არამედ უფრო მეტად უჩენს სურვილს, თავადაც იყვნენ მონაწილენი სიკეთის კეთების ჯადოსნური პროცესისა.
ასევე იხილეთ:
ფილმები, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენოთ, სანამ 13 წლის გახდებიან
მოამზადა მზეო შველიძემ