ახალი ამბები

ნეონაციზმთან ბრძოლა, რუსული ენის სწავლება | რაზე შეუთანხმდა პუტინი ფაშინიანს

ნეონაციზმთან ბრძოლა, რუსული ენის სწავლება | რაზე შეუთანხმდა პუტინი ფაშინიანს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას, მხარეებმა მრავალმხრივი ახალი ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის ფარგლებშიც მხარეები ვალდებულებას იღებენ იმაზე, ერთობლივად გადადგამენ ნაბიჯებს “ნაციონალური და ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ”.

კრემლის ცნობით, “მხარეებმა გამოხატეს მზაობა, რომ საერთო წარსულის მიმართ ერთიანი მიდგომებით გააგრძელებენ ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. გააძლიერებენ რასიზმის, ქსენოფობიისა, ნეონაციზმის, ნაციონალური, ენობირივი თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე რუსეთსა და სომხეთში მცხოვრები ორივე ქვეყნის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას”.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პუტინმა და ფაშინიანმა ისაუბრეს რუსეთში სომხური ენისა და სომხეთში რუსული ენის სწავლების უზრუნველყოფაზე, მათ შორის სომხეთში უკვე არსებულ ერთობლივი საგანმანთლებლო ორგანიზაციებისა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებში ეფექტურობის გაზრდის საშუალებით”.

რამდენიმე წლის წინ რუსულმა მხარემ სომხეთის ხელისუფლებას სომხეთში რუსული ენის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაც შესთავაზა, რასაც სომხეთში საპროტესტო განწყობები მოჰყვა. 2021 წელს კი, ყარაბაღის მეორე 44 დღიანი ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების განთავსებიდან რამდენიმე თვეში რუსული ენას ყარაბაღში ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.