ახალი ამბები

ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს – ზურაბიშვილი ყაზახეთზე

ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს – ზურაბიშვილი ყაზახეთზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება,“ – წერს ზურაბიშვილი თვითერზე.

ისრაელის მედიის ცნობით ყაზახეთში 22 წლის ლევან კოგეაშვილი დაიღუპა


ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.

ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.

ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.