ახალი ამბები

როგორ ირღვევა სკოლაში მხოლოდ „კარგ“ მოსწავლეებზე ზრუნვით სახელმწიფოს მიერ აღებული პასუხისმგებლობა – განათლების მკვლევარი ქართულ რეალობაზე

“სწავლაში ჩამორჩენილი ბავშვიც ჩვენი მოქალაქეა და სკოლა, როგორც ორგანიზაცია, პასუხისმგებელია მის განვითარებაზე. დღეს კი ჩვენს სკოლებში ბავშვთა უფლებები სწორედ ამ კუთხით ირღვევა”, – ამის შესახებ ისაუბრა სპეციალურ ვიდეოინტერვიუში განათლების მკვლევარმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ანდღულაძემ სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტ, ნიკო სილაგაძესთან ერთად.

საუბრის დროს ხაზი გაესვა მასწავლებელთა მიდგომას წარჩინებული და ჩამორჩენილი მოსწავლეებისადმი. განათლების მკვლევარი თვლის, რომ მასწავლებელმა ყველა ბავშვს უნდა მისცეს საშუალება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს და გაკვეთილზე მხოლოდ კარგ მოსწავლეებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

როგორ ირღვევა სკოლაში მხოლოდ „კარგ“ მოსწავლეებზე ზრუნვით სახელმწიფოს მიერ აღებული პასუხისმგებლობა – განათლების მკვლევარი ქართულ რეალობაზე„მასწავლებელს ელემენტარული ცოდნა უნდა ჰქონდეს საგანში, რომ მერე სკოლამ თქვას, მე ამ მასწავლებლის განვითარებაზე შემიძლია ვიზრუნო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს ბავშვების წინაშე, რომ დაიცვას მათი უფლებები… ჩემი დაკვირვებით და კვლევებით ვიცით, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ პასუხისმგებელია იმ მონდომებულ, მოტივირებულ ბავშვებზე, რომელთა რაოდენობა კლასში შეიძლება იყოს 10%, ბავშვებზე, რომლებიც კარგად სწავლობენ…

“ყველა ბავშვმა უნდა მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ეს კი არ არის ის, რასაც ჩვენ სკოლისგან ველით და აქ ჩნდება პრობლემა… იმ ჩამორჩენილ ბავშვებისთვის, კლასში რომ არავინ აქცევს ყურადღებას და ავტომატურად გადადიან კლასიდან კლასში, სახელმწიფოს მიერ ბავშვებზე აღებული პასუხისმგებლობა და მათი უფლება ირღვევა. ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა. თუ მასწავლებელი თვლის, რომ ეს არის მშობლის პასუხისმგებლობა, ეს არის ბაღის პასუხისმგებლობა, დისონანსში მოდის გარე ანგარიშვალდებულების სისტემასთან… გარე ანგარიშვალდებულების სისტემამ, თუნდაც გუნდურობის ხარჯზე, არ უნდა დააზარალოს ბავშვების ინტერესები“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

ასოცირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელია სკოლა თავის ქმედებაში, რაც უფრო მეტი რესურსი, გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, მით უფრო მაღალია მოსწავლეების მიღწევები, თუმცა მისივე თქმით, კანონმდებლობა აძლევს თუ არა ამის საშუალებას, სადაოა.

ასევე იხილეთ: 

როგორ უნდა ისწავლოს და ასწავლოს მასწავლებელმა – ფსიქოლოგი მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და სწავლების პროცესზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.