ახალი ამბები

ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოშია

ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოშია

ამერიკული დიპლომის აღება ახლა უკვე საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშეც შესაძლებელია – აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა და სტუდენტების პირველ ნაკადს წელსვე მიიღებს.

პროგრმების განხორციელებას ფილიალი საბაკალავრო (საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები) და სამაგისტრო საფეხურზე (საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება) გეგმავს. მომდევნო წლიდან კი პროგრამების აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

აღსაღნიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) – ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

Webster Georgia-ს გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრმა, ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას, უნივერსიტეტის შესახებ, პრეზენტაციაც წარუდგინა. პრეზენტაციით აგრეთვე წარსდგნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური საქმეების დირექტორი, ვებსტერ საქართველოს აკადემიური საბჭოს წევრი ერიკ კლიკი და რექტორის ასისტენტი ტაშკენტის ოფისიდან ემინ ჰაჯიევი.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში გაატარონ, მსოფლიოს 50-მდე ქალაქში და ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლონ, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

რაც შეეხება სწავლების საფასურს, საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების კი – 8600 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ის ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

(R)

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.