ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: მიხეილ ჩხენკელი თსუ-ის რექტორად არ განიხილება

განათლების სამინისტრო: მიხეილ ჩხენკელი თსუ-ის რექტორად არ განიხილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ მინისტრ მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე არ განიხილება.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, გიორგი შარვაშიძე რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს.

გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.

ასევე იხილეთ:

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.