ახალი ამბები

რა არის მათემატიკა – ცნობილი ადამიანების ახსნა და სახალისო ფაქტები ამ საგნის შესახებ ბავშვებისთვის

რა არის მათემატიკა – ცნობილი ადამიანების ახსნა და სახალისო ფაქტები ამ საგნის შესახებ ბავშვებისთვის

მათემატიკა გონების მუსიკაა – ეს უცნობი ავტორის სიტყვებია, რომელსაც ალბათ, ეთანხმებიან ისინი, ვინც მათემატიკას, როგორც საგანს და მეცნიერებას შეიყვარებს და დააფიქრებს მათ, ვისთვისაც მათემატიკა ერთი დიდი რიცხვების ლაბირინთია.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი მეცნიერების მიგნებების ნაწილს, თუ როგორ ხსნიდნენ ისინი მათემატიკის არსს და გაგიზიარებთ სახალისო/შემეცნებით ფაქტებს ამ საგნის შესახებ.

ილია ვეკუა – ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი: მათემატიკა არის ბუნების საიდუმლოებებში შეღწევის უმთავრესი იარაღი;

ნოვალისი, პოეტი, გერმანული რომანტიზმის წამრმომადგენელი: მათემატიკა არის ანბანი, რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო;

ჰანს  ლობერგერი, ავსტრიელი ლიტერატორი: მათემატიკა არის რიცხვების გრამატიკა;

გალილეი გალილეო იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი: ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება;

სეკი ტაკაკაძუ, იაპონელი მათემატიკოსი: მათემატიკა უფრო მეტად ხელოვნების დარგია;

კარლ გაუსი, გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი: არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა კი – ყველა მეცნიერების;

ანდრეი კოლმოგოროვი, საბჭოთა მათემატიკოსი: მათემატიკა არის ის, რისი მეშვეობითაც ადამიანი მართავს ბუნებასა და თავის თავს;

რენე დეკარტი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი: დიახ, მათემატიკა ეს არის ჩემი ძველი სიყვარული, ჩემი ყველაზე საიმედო შეყვარებული;

ბერტრან რასელი, გამოჩენილი ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და მათემატიკოსი: მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის რაზე საუბრობენ და არც ის, მათი ნათქვამი ჭეშმარიტია თუ არა;

ვასილი ჟუკოვსკი, რუსი პოეტი, რომანტიზმის ფუძემდებელი: მათემატიკას აქვს სილამაზე, როგორც ხელოვნებასა და პოეზიას;

ერთდროულად სახალისო და შემეცნებითი ფაქტები მათემატიკაზე ბავშვებისთვის:

  • მათემატიკური სიმბოლოს, ტოლობის ნიშნის გამოყენება მისმა შემქმნელმა, რობერტ რეკორდმა, 1557 წელს დაიწყო;
  • მკვლევრები ამერიკიდან თვლიან, რომ სტუდენტები, რომლებიც მათემატიკის გამოცდაზე საღეჭ რეზინას ღეჭავენ, უკეთესი შედეგები აქვთ;
  • რიცხვი 13 ბიბლიური ამბის გამო უიღბლოდ ითვლება;
  • ნაპოლეონ ბონაპარტმაც კი დაწერა მათემატიკური ნაშრომები;
  • პირველ გამოთვლით მოწყობილობებად თითები და კენჭები ითვლებოდა;
  • ძველ ეგვიპტელებს არ ჰქონდათ გამრავლების ცხრილები და წესები;
  • რიცხვი 666 ლეგენდებითაა მოცული და ყველაზე მისტიურია;
  • მე-19 საუკუნემდე უარყოფით რიცხვებს არ იყენებდნენ;
  • თუ ჩინურიდან თარგმნილით, რიცხვი 4 ნიშნავს “სიკვდილს”;
  • იტალიელებს არ მოსწონთ რიცხვი 17;
  • ადამიანების დიდი ნაწილი 7-ს იღბლიან რიცხვად მიიჩნევს;
  • მსოფლიოში ყველაზე დიდი რიცხვია ცენტილიონი;
  • ერთადერთი მარტივი რიცხვები, რომლებიც მთავრდება 2-ით და 5-ით არის 2 და 5;
  • რიცხვი პი პირველად გამოიყენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ინდოელმა მათემატიკოსმა ბუდაიანამ;
  • კვადრატული განტოლებები VI საუკუნეში, ინდოეთში შეიქმნა;
  • თუ სამკუთხედი დახატულია სფეროზე, მაშინ მისი ყველა კუთხე მხოლოდ სწორი ხაზები იქნება;
  • ჩვენთვის ნაცნობი შეკრებისა და გამოკლების პირველი ნიშნები აღწერილია თითქმის 600 წლის წინ, იან უიდმანის მიერ დაწერილ წიგნში „ალგებრის წესები“;
  • ავგუსტინ კოშიმ, რომელიც ფრანგი მათემატიკოსია, დაწერა 700-ზე მეტი ნაშრომი, რომლებშიც დაამტკიცა ვარსკვლავთა რიცხვის სასრულობა, რიცხვთა ბუნებრივი რიგის სასრულობა და სამყაროს სასრულობა.
  • ძველი ბერძენი მათემატიკოსის ევკლიდეს შრომა 13 ტომისგან შედგება;
  • გაყოფის ნიშანი შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ლაიბნიცმა 1684 წელს;
  • ციფრების ნაცვლად ასოების გამოყენება XVI საუკუნეში დაიწყო;
  • + და – შემოიღეს გერმანელმა მათემატიკოსებმა, XV საუკუნეში.

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.