ახალი ამბები

რეესტრის განცხადებით, მათი 35 თანამშრომელი სტიქიას გადაურჩა და უსაფრთხოდაა

რეესტრის განცხადებით, მათი 35 თანამშრომელი სტიქიას გადაურჩა და უსაფრთხოდაა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი 35 თანამშრომელი, რომელიც შოვში იმყოფებოდა უსაფრთხოდაა.

უწყების განცხადებით, ამზომველების საცხოვრებელი სივრცე უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია:

“საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი.

შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყრული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინეს თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში დაახლოებით 50-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

მისი თქმით, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, ისინი უსაფრთხო ადგილას არიან და ხვალ მათი გადმოყვანა იგეგმება

შოვში სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენმა დაღამების შემდეგ, დილამდე შეაჩერა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყრის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.