ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი: არც ერთ უნივერსიტეტში ამ საქმეს სრულყოფილად არ ასწავლიან

ფინანსთა მინისტრი: არც ერთ უნივერსიტეტში ამ საქმეს სრულყოფილად არ ასწავლიან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში საბაჟო საქმიანობის სრულყოფილი სწავლება შეუძლებელია.

ამის შესახებ მან დღეს, 23 მარტს, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს გააჩნია. სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს როგორც არსებული კადრების გადამზადება, ასევე ახალი კადრების მომზადება. სამინისტროს სისტემისთვის ახალი კადრების მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოებისთვის, ვინაიდან არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არის შესაძლებელი საბაჟო საქმიანობის სპეციპიკის სრულყოფილი შესწავლა. ამავდროულად, საბაჟო საქმიანობის სპეციალისტების მოთხოვნა კერძო სექტორისგან მზარდია და სწავლების მუდმივი განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კადრები გადამზადდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უწყვეტი პროცესია და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ფინანსთა სამინისტროს აკადემიას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი — ედუს საცნობარო სამსახური
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.