ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ ეძგვერაძეზე თავდასხმაში 6 ბრალდებული

შსს: დავაკავეთ ეძგვერაძეზე თავდასხმაში 6 ბრალდებული

შსს იუწყება, რომ დაკავებულია ექვსი პირი – მათ უწყება საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] ჯგუფურად ძალადობას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ენმ-ის წევრი, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ეს თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან TV პირველთან, კლინიკიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

ეძგვერაძის თქმით, თავს 30-მდე ადამიანი დაესხა, მათ შორის რამდენიმეს ამოცნობა შეძლო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.