ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ჯერ საჭირო არ არის.
საუბარია ოპერატიულ რეზერვზე – ანუ მოქალაქეებზე, რომლებმაც გააფორმეს შესაბამისი კონტრაქტები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც გადადგნენ სამხედრო სამსახურიდან.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეს არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. ჩვენ სწრაფად უნდა დავასრულოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.