რუსული ჯარი კვლავ ცდილობს ნიკოლაევის აღებას – უკრაინული მედია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთის ჯარებმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული RBC წერს, რუსული არმია კვლავ ცდილობს ქალაქის აღებას.
გამოცემის ცნობით, ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. როგორც უკრაინული RBC აცხადებს, ქალაქზე იერიში მტერმა წინა დღეებშიც მიიტანა, თუმცა გუშინ, უკრაინულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეების ნიკოლაევიდან განდევნა შეძლეს.
Комментарии в Facebook