ხარკოვთან მოკლულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი – უკრაინა
ხარკოვთან უკრაინის შეიარაღებულმ ძალებმა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა.
ამავე ინფორმაციით, იმავე ბრძოლაში არაერთი რუსი ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა.
გერასიმოვს მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე იბრძოდა სირიაში. მას არაერთი სამხედრო მედალი აქვს მიღებული, მათ შორის ‘ყირიმის დაბრუნებისთვის”.
რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს, რომ ეს ინფორმაცია მისი ერთი წყაროთიც დასტურდება.