ახალი ამბები

გეოგრაფიის კომპლექსური დავალებების ბანკი VII, VIII და IX კლასებისთვის

გეოგრაფიის კომპლექსური დავალებების ბანკი VII, VIII და IX კლასებისთვის

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.

ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავვლებლებისთვის, “ზოგადი განათლების რეფორმის” ფარგლებში არსებულ სხვადასხვა რესურსებს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი გეოგრაფიაში.

კერძოდ, დაემატა გეოგრაფიის კომპლექსური დავალებები VII, VIII და IX კლასებისთვის.

მე-7 კლასი – გეოგრაფია

მე-8 კლასი – გეოგრაფია

მე-9 კლასი გეოგრაფია

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.

ასევე იხილეთ:

კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.