UNICEF: ერთ თვეში უკრაინის ბავშვების ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებულია
UNICEF -ის მიერ 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ერთთვიანმა ომმა 4,3 მილიონი ბავშვის იძულებით გადაადგილება გამოიწვია – ქვეყნის დაახლოებით 7,5 მილიონი ბავშვი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 1,8 მილიონზე მეტ ბავშვია, რომლებიც გადავიდნენ მეზობელ ქვეყნებში, როგორც ლტოლვილი და 2,5 მილიონ ბავშვი, რომლებიც ახლა იძულებით გადაადგილებულნი არიან უკრაინის შიგნით.
“ამ ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი შედეგები მომავალი თაობებისთვის. ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა, ეს ყოველივე უწყვეტი საშინელი ძალადობის საფრთხის ქვეშაა”, – განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთრინ რასელმა.
არსებული მონაცემებით, 24 თებერვალს ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. თუმცა ეს მაჩვენებლები მხოლოდ იმ მოხსენებებს წარმოადგენენ, რომელთა დადასტურებაც გაერომ შეძლო და რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია. ომს ასევე დამანგრეველი შედეგები მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობაზე. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანდა 500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება.
ასევე იხილეთ:
რას უყვებიან ომზე მოსწავლეებს რუსეთის სკოლებში – BBC „სპეციალური გაკვეთილების“ შესახებ წერს